Search

ესეების კონკურსის გამრჯვებულები


ვულოცავ მონაწილეებს საუკეთესო ესეების კონკურსში გამრჯვებას, გამარჯვებულები არიან ქვემო ქართლიდან და სამცხე-ჯავახეთიდან.

თითოეული რეგიონიდან ორი გამარჯვებული გვყავს: ქვემო ქართლი ლენა გოჯაევა და ნურლან ფახრატოვი. სამცხე-ჯავახეთდან: ქრისტინა კაზარიანი და მერუჟ ხნკოიანი

კონკურსის ფარგელბში გამარჯვბულმა მონაწილეებმა მიიღეს 500 ლარიანი მცირე გრანტი და 100 ლარიანი სასჩუქრე ვაუჩერები.

ასევე გამოვლინდა 2 კარგი ნაშრომი და მათ გადაეცათ 100 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები.


ლენა გოჯაევა


ეთნიკური უმცირესობების სტუდენტური ცხოვრება

დღესდღეობით, XXI-ე საუკუნეში, კვლავ მწვავედ დგას საკითხი საქართველოში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენთა ცხოვრება,მათი დამკვიდრება და ინტეგრაცია ქართულ საზოგადოებაში. შესაბამისად ისმის კითხვა,ამ ახალგაზრდებს რა უშლით ხელს წარმატებული და ბედნიერი ცხოვრებისაკენ მიმავალ გზაზე?

როგორც ვიცით, ახალგაზრდა თაობა ეს არის ქვეყნის მომავალი,რომელზეც არის დამოკიდებული თუ როგორ განვითარდება და რა წინსვლა ექნება მას,მისი ბედიც,აყვავებაც და დაცემაც მასზეა დამოკიდებული.სტუდენტები საზოგადოების ის ნაწილია,რომელიც მეტად უნდა იყვნენ ჩართულები სამოქალაქო ცხოვრებაში.სწორედაც,რომ ამ თაობის ნაწილს წარმოადგენს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებიც,რომლებსაც გარემო პირობებიდან გამომდინარე არ აქვთ გასაქანი,არ შეუძლიათ საკუთარი წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარებაში, არ არიან ჩართულები საზოგადებრივ ცხოვრებაში ,მათში ჩამქრალია მომავლის იმედი. საქართველოში ეთნიკურ უმცირესობებთან შედარებით ქართველი ახალგაზრდები სარგებლობენ გარკვეული პრივილეგიებით,შესაბამისად არ არის დაფასებული მათი მნიშვნელობა საზოგადოებაში .რაც გამოწვეულია მთელი რიგი მიზეზების გამო.

საქართველო არის მულტიეთნიკური ქვეყანა ,რაც იმას გულისხმობს,რომ ამ ტერიტორიაზე ცხოვრობს სხვადასხვა ეთნიკის წარმომადგენელი საზოგადოება.საქართველოს უზენაესი კანონი,კონსტიტუცია,აღიარებს მოქალაქეთა თანასწორობას მიუხედავად მათი ეთნიკური თუ კულტურული კუთვნილებისა,ენის,რელიგიის თუ სხვა შეხედულებისა.[1]რაც გულისხმობს იმას,რომ საქართველოს მოქალაქეებს(მიუხედავად მათი წარმოშობისა)გააჩნიათ თანასწორი უფლება-მოვალეობები სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე.გარდა კონსტიტუციისა,არსებობს მთელი რიგი მექანიზმები,რომლებიც იცავს ეთნიკური უმცირესობების უფლებებს[2].მიუხედავად ამისა,მათი უფლებები არ არის საკმარისად დაცული,რომლის მიზეზი არის არა ქვეყნის კანონმდებობა ,არამედ სახელმწიფოს მხრიდან მოვალეობის შეუსრულებლობა ,მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მხრიდან გავრცელებული ინფორმაციით ეთნიკური უმცირესობების მიმართ აგრესიის გავრცელება,ინფორმაციის ნაკლებობა,თავად საზოგადოების დამოკიდებულება ეთნიკური უმცირესობების მიმართ, არსებული განათლების სისტემა და სხვა მთელი რიგი გარემოებები.უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია ენის ბარიერი.ქვეყნის განათლების სისტემიდან გამომდინარე მათ ადრეულ ასაკში არ ეძლევათ იმის შესაძლებლობა,რომ სრულფასოვნად შეისწავლონ ენა,რათა შეძლონ ქართულ საზოგადოებასთან კონტაქტისს დამყარება,ინტეგრაცია.მართალია საქართველოში (განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც ეთნიკური უცირესობები ცხოვრობენ) არის არაქართულენოვანი სკოლები,მაგრამ არ ხდება სახელმწიფო ენის საკმარისი სწავლება.შესაბამისად ისინი ვერ იღებენ უმაღლეს განათლებას, ხოლო კურსდამთავრდებულები მეზობელ სახელმწიფოში იწყებენ მუშაობას.ვინაიდან ისეთ ქვეყანაში სწავლის გაგრძელება და მუშაობა მეტად რთული და შეუძლებელია ,რომლის სახელმწიფო ენაც არ იცი.გარდა უმაღლეს სასწავლებელში კვალიფიციური ცოდნის მიღებისა, ეთნიკური უმცირესობების წარმოამდგენელ ახალგაზრდების(სტუდენტების), დასაქმებაც გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული,რადგან არათუ მუშაობის პროცესში,წინასახელშეკრულებო ეტაპზეც(გასაუბრების ეტაპზე) ისეთი გარემოება არის შექმნილი,რაც პირდაპირ დისკრიმინაციაზე მიუთითებს.მაგ:ჩადრის/წვერის ტარება სხვა რელიგიის წამომადგენელი ახალგაზრდის მიერ,ენის ბარიერი,დამსაქმებლის სუბიექტური დამოკიდებულება ამა თუ იმ ეთნიკური წარმომადგენლის მიმართ და სხვა.აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად კი საჭიროა შრომითი ურთიერთობების მომაწესრიგებელი ნორმების პრაქტიკაში რეალიზება და სამართალდამცავი ორგანოების მეტი ჩართულობა მსგავსი საკითხის გადაწყვეტაში.

გარდა ამისა,ერთ-ერთი უდიდეს პრობლემას წარმოადგენს თავად ადგილობრივი მოსახლეობის დამოკიდებულება ეთნიკური უმცირესოებების მიმართ,რადგან საზოგადოების უმრავლესობას აშინებს „განსხვავებულის“ მიღება.ქვეყანაში გავრცელებულია ქსენოფობიისა[3] და ბულინგის ფაქტები,ამ მხრივ აღსანიშნავია ინფორმაციის მიწოდების მასობრივი, მედია საშუალება,რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს საზოგადოების აზროვნების ფორმირებაში ამა თუ იმ საკითხთან მიმართებით.მაშინ,როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ხშირად მოიხსენიებს უარყოფით კონტექსტში ეთნიკურ უმცირესობებს, ეს ხელს შეუწყობს საზოგადოებაში მათ მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების ჩამოყალიბას. დღეის მდგომარეობით,საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები მიჩნეულია,როგორც ქვეყნის ყველაზე გაუნათლებელი ნაწილი,აქედან გამომდინარე ხშირად უგულებელყოფილი ან მეორეხარისხოვანია მათი აზრი ან დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით,რასაც მოყვება დამცირება ამ ახალგაზრდებისა . შესაბამიად მასმედიის საშუალებებით უნდა გაშუქდეს არა მხოლოდ უარყოფითი ,არამედ დადებითიც მათ შესახებ. ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტების ცხოვრების ამსახველი კადრების ,მიღწეული წარმატების გაშუქება კიდევ უფრო წაახალისებს მათ და საზოგადოებიაში ფეხმოკიდებულ სტერეოტიპსაც დაარღვევს. რელიგიური ნიშნებიდან,ერის ბარიერიდან,კულტურული ღირებულებებიდან გამომდინარე,საზოგადოება აიძულებს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ სტუდენტებს,რომ მეზობელ ქვეყნებთან უფრო მჭიდრო კავშირი დაამყარონ. ისინი ადრეულ ასაკში ხდებიან ბულინგის და დისკრიმინაციის მსხვერპლნი ,რაც ასევე გრძელდება სტუდენტურ ცხოვრებაშიც,უფრო მეტიც ცხოვრების ამ ეტაპზე ისინი შედარებით მეტ სირთულეს აწყდებიან , რაც მათ ხელს უშლის რომ ჰქონდეთ ისეთი სრულფასოვანი სტუდენტური ცხოვრება, როგორიც ეთნიკურად ქართველებს აქვთ.ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ სტუდენტებს არ შეუძლიათ რომ მიაღწიონ წარმატებას, რადგან საკუთარ თავს გრძნობენ გარიყულად იმ ადამიანებისგან,რომლებიც მისგან მხოლოდ ეთნიკური ნიშნებით გასნხვავდება.მათ არ შეუძლიათ საჯაროდ საკუთარი აზრის დაფიქსირება,რადგან ამას შეიძლება მოყვეს დამამცირებელი რეაქცია საზოგადოების მხრიდან.არ შეუძლიათ შესაბამისი ხარისხის განათლების მიღება,რადგან ენა არ იციან ,მეტად რთულია მათი ინტეგრაცია,რადგან გარემო პირობები მას არ აგრძნობინებს თავს ისე,როგორც ქვეყნის სრულფასოვან მოქალაქეს.აქედან გამომდინარე,ახალგაზრდები არ არიან ჩართულები საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს ინფორმაციის ნაკლებობა საზოგადოებაში, მე,როგორც ერთ-ერთი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ხშირად მსმენია :“წადი და შენს ქვეყანაში ისაუბრე ასე“,“საქართველოში რა გინდა?!არ გირჩევნია საკუთარ ქვეყანაში გააგრძელო განათლების მიღება და მოღვაწეობა?!“.რაც იმის მანიშნებელია,რომ მათ არ იციან,რომ მეც,როგორც ისინი ამ საზოგადოების ნაწილი ვარ,ამ ქვეყნის მოქალაქე და სწორედ ეს არის ჩემი ქვეყანა,სადაც გავიზარდე,რომელიც ზრუნავს ჩემზე და რომელზეც ვზრუნავ მე.ამიტომ, ვფიქრობ ,ამ პრობლემის გადაჭრაში თავად ეთნიკური უმცირესობებიც უნდა იყვნენ ჩართულები,თანაბრად უნდა გაუფრთხილდნენ ღირებულებებსა და ფასეულობებს,სახელმწიფომ და საზოგადოებამ ერთად ითანამშრომლოს,მედია საშუალებების მხრიდან მოხდეს ეთნიკური უმცირესობების მოხსენიება პოზიტიურ კონტექსტშიც ,ადრეული ასაკიდან სკოლამ უნდა უზრუნველყოს მოსწავლეში შემწყნარებლობის,სხვა ეთნიკის წარმომადგენელთან მშვიდობიანი თანაცხოვებიის ჩასახვა ,ჩატარდეს სხვადასხვა ღონისძიება, ტრენინგები სკოლებში,რომ საბოლოოდ მიღწევადი იყოს შუღლის გაქრობა საზოგადოებაში,იმისათვის რომ გამარტივდეს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების სტუდენტური ცხოვრება. .მიეცეს თანასწორი შესაძლებლობები ქვეყნის ახალგაზრდობას მიუხედავად მათი ეთნიკური კუთვნილებისა.

საბოლოოდ,შემიძლია დავასკვნა,რომ დღევანდელ ახალგაზრდობას (ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტებს) დიდი გასაქანი აქვს უფრო მეტის მიღწევისთვის,თუ გარემო პირობებიც ხელს შეუწყობს მათ. მათ უნდა შეძლონ დამკვიდრდნენ საზოგადოებაში და ხელი შეუწყონ, როგორც საზოგადოების ,ისე სახელმწიფოს განვითარებას.ისინი ეთნიკურად ქართველების თანასწორნი უნდა იყვნენ,რომელიც უზრუნველყოფს მშვიდობიან თანაცხოვებას ისეთ მულტიეთნიკურ სახელმწიფოში,როგორიცაა საქართველო.რადგან ყველა ვიმსახურებთ ბედნიერებასა და წარმატებას,ამაში ხელს არ უნდა გვიშლიდეს ჩვენი ეთნიკური წარმომავლობა.

[1] საქართველოს კონსტიტუცია მუხლი 11,1-ლი პუნქტი. [2] „ეროვნულ უმცირესობათა დაცვის კონვენცია“;“ადაამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენცია“ „შრომის კოდექსი“ და სხვა(რომლებსაც აღიარებს საქართველო). [3] ქსენოფობია-უცხოს ან უჩვეულოს მიმართ შიში.ტერმინი ხშირად გამოიყენება უცხოელთა ან განსხვავებულ ადამიანთა მიმართ შიშის ან სიძულვილის მინიშნებად. წყარო:wikipedia


ნურლან ფახრატოვი

ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციის დინამიკა დამკვიდრებული სტერეოტიპებისა და პროპაგანდის ფონზე

საქართველო ოდითგანვე მრავალეთნიკური სახელმწიფო იყო,დღესაც ასე არის და,როგორც ჩანს,მომავალშიც ასე იქნება.ამ ქვეყანაში მრავალი ეროვნების ხალხი ერთად და მშვიდობიანად ცხოვრობს.ამასთან ერთად,მათ სურთ,რომ დაიცვან თავიანთი ენა,კულტურა,წეს-ჩვეულებები და რელიგია,ამიტომ არ ცდილობენ ქართველებთან ან ერთმანეთთან ინტეგრაციას,ევროპული ღირებულებების მითვისებას და ამაში ხედავენ ასიმილაციის საფრთხეს.ვფიქრობ,ეს მხოლოდ სტერეოტიპია და,რა თქმა უნდა,არ ნიშნავს საკუთარი ინდივიდუალურობის მთლიანად დაკარგვას,პირიქით-ხელს უწყობს ახალი და სასარგებლო ღირებულებების შეძენას.

მართალია,საქართველოს მთავრობა ცდილობს ეთნიკური უმცირესობების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას,ყველა მოქალაქის ერთმანეთთან დაახლოებას, ინტეგრაციას,აქ ევროპული ღირებულებების დამკვიდრებას და ა.შ.,მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენც,ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებსაც გვაკისრია პასუხისმგებლობა,რომ თითოეულმა ჩვენთაგანმა შევიტანოთ ჩვენი წვლილი ამ პრობლემების მოგვარებაში,რადგან მხოლოდ ამ გზით შეიძლება გვქონდეს ნათელი მომავალი.

მე ვცხოვრობ ქვემო ქართლის რეგიონში,სადაც არაქართველების,კერძოდ აზერბაიჯანელების,რაოდენობა საკმაოდ მაღალია.თუ განვიხილავთ ჩემს სოფელს,აღმოვაჩენთ,რომ რეგიონში არსებული პრობლემები აქაც არის ასახული.ამ პრობლემებს შორის არის:ეთნიკური უმცირესობების პასიური მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში,სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანოებში, ახალგაზრდობის დაბალი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და სხვა. ვფიქრობ,ამ პრობლემების გარდა,არსებობს ერთი პრობლემაც,რომლის მოგვარებითაც სხვა პრობლემების მოგვარება შედარებით გაადვილდება.ეს არის ევროპული ღირებულებების,ცხოვრებისა და აზროვნების წესის პოპულარიზაციის პრობლემა.

ეხლა განვიხილოთ თუ რა არის ევროპული ღირებულებები,ანუ რაში მდგომარეობს მისი არსი და როგორ არის შესაძლებელი ამ ღირებულებების პოპულარიზაციის დინამიკის ამაღლება დამკვიდრებული სტერეოტიპებისა და პროპაგანდის ფონზე.იქიდან დავიწყოთ,რომ ჩემს სოფელში მოსახლეობის უმრავლესობას,ზოგიერთი ახალგაზრდის გამოკლებით,ევროპაზე ისეთი წარმოდგენები აქვთ თითქოს აქ არაფერი კარგი არ ხდება,მაგალითად:არავინ არ ქორწინდება,ყველა ერთმანეთთან სექსუალურ კავშირში შედის და სხვა უამრავი ნეგატიური რამ.სინამდვილეში კი,ევროპა ნიშნავს სიტყვის თავისუფლებას, ტოლერანტობას,სამართლიანობას, განათლების მაღალ დონეს და ა.შ.ამ შემთხვევაში ჩვენი მთავარი ამოცანა ის არის,რომ მოსახლეობას სხვადასხვა გზით,საშუალებით დავასაბუთოთ თუ ევროპული ღირებულებების შეძენას რატომ უფრო მეტი დადებითი მხარე აქვს,ვიდრე-უარყოფითი.

ჩემი აზრით,ამ პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი გზა არის ადგილობრივი მოსახლეობის 10-15 კაციან ჯგუფებად დაყოფა და სხვადასხვა საკითხებზე ლექციების ჩატარება (ჩვენთან და ახლო სოფლებში კორონავირუსისი გავრცელების მკვეთრი ზრდა არ შეინიშნება,მიუხედავად ამისა ეს მოხდება დისტანციის დაცვით,ან ცოტა მომავალში).ლექციებს ჩაატარებენ სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტები და შესაძლებელია პროფესიონალი იურისტების, ჟურნალისტების ან აქტივისტების მოწვევაც.ამ შეხვედრების შედეგად,ადგილობრივი მოსახლეობა მიხვდება,რომ ამ ღირებულებების შეძენის შედეგად ბევრ ცვლილება განხორციელდება,ქვეყანა დაახლოვდება ევროპას,დამყარდება უფრო დემოკრატიული მმართველობა და ხალხს მიეცემა თავისუფალი გადაადგილებისა და საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება,ისინი მონაწილეობას მიიღებენ გლობალურ დათბობასთან და გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ პროექტებში,რაც ძალიან მნიშვნელოვანია საკითხია,მშობლები ბავშვებს ადრე არ დააქორწინებენ და გაიზრდება სწავლულთა რაოდენობა(სამწუხაროდ ჩვენს სოფელში მხოლოდ ორი სტუდენტია) და მომავალში სტუდენტებისთვის უფრო ადვილად ხელმისაწვდომი იქნება ევროპული განათლება და საქართველოშიც დამყარდება განათლების ევროპული მოდელი,რომელიც ჰუმანიზმსა და გამოყენებადი განათლების მიცემაზე იქნება დაფუძნებული, ადგილობრივი ქალების როლი გაიზრდება რაიონის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში,ახალგაზრდების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება და ა.შ. მე ამ ყველაფრის ნამდვილად მჯერა.

ასევე,ევროპული ღირებულებების დამკვიდრებისთვის და სტერეოტიპების დასარღვევად,ვფიქრობ,კარგი იდეაა ცენტრში,ღია ცის ქვეშ ან კლუბის შენობაში,სპეციუალური ხელსაწყოებების დახმარებოთ,ყველას ერთად შეკრება და საინტერესო და შემსწავლელი ფილმების ჩვენება.ამ გზით,სოფელი უფრო გააქტიურდება,ხალხისთვის აღმოჩნდება სოციალური აქტივობა,რომელიც შეიძლება შრომისმოყვარე და ცხოვრებისგან დაღლილი სოფლელისთვის ბედნიერების წყაროდ გადაიქცეს,ასევე,აქ ორივე სქესის წარმომადგენლები გაერთიანდებიან და,შედეგად, კაცსა და ქალს შორის არსებული ბარიერები დაინგრევა და ყველა გაიაზრებს,რომ გენტერული თანასწორობა საჭიროა და უნდა არსებობდეს.მოკლედ რომ ვთქვათ,სოფლის პრობლემების მოგვარებაში ეს პროექტიც ძალიან სასარგებოლო გამოდგება.

დავუშვათ ჩვენი ზემოაღნიშნული პროექტი,ლექციების ჩატარების შესახებ,განხორციელდა.ამის შემდეგ,ადგილობრივ მოსახლეობაში ბევრი რამე შეიცვლება,მათში შეიქმნება ცოდნისადმი,განათლებისადმი და სწავლისადმი ინტერესი,შეიცვლება მათი აზროვნებც,მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ,რომ ეს პროექტის განხორციელება,ანუ ლექციების ჩატარება,უსასრულოდ ვერ გაგრძელდება და,მხოლოდ,გარკვეულ ეტაპამდე არის შესაძლებელი.ამის გათვალისწინებით, საჭიროა სოფელში ბიბლიოთეკის არსებობა,რათა მუდმივად მოხდეს ცოდნის განახლება,ახალი ინფორმაციის მიღება,ახალგაზრდებმა აზარტული თამაშების ნაცვლად წიგნი წაიკითხონ,მსურველებმა წიგნების წაკითხვით სხვის,პერსონაჟების ცხოვრებაში იმოგზაურონ და ა.შ.

ამ შემთხვევაში ბიბლიოთეკის შენობის აშენება ვერ მოხერხდება და არც არის საჭირო.შვენ შეგვიძლია ერთ-ერთი ცარიელი შენობა ბიბლიოთეკად გადავაქციოთ, მაგრამ საჭიროა ბიბლიოთეკის მომარაგება ქართული და აზერბაიჯანულენოვანი წიგნებით. მომავალში ჩვენ შეგვიძლია უფრო გავადიდოთ ეს ბიბლიოთეკა და გავზარდოთ წიგნების რაოდენობაც.ჩვენ ის უნდა გავითვალისწინოთ, რომ ახლა ან მომავალში ვინმეს მიერ წაკითხული ერთი წიგნი მისთვის თუ გარდატეხის ეტაპი იქნება და მისი ცხოვრება სასარგებლოდ შეიცვლება,ვფიქრობ,ესეც ჩვენი მხრიდან ძალიან დიდ წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს.ასევე,ბიბლიოთეკა ერთის მხრივ საზოგადოებრივი ცენტრის როლსაც შეასრულებს.მომავალში აქ სოფლის მოსახლეობასთან ერთად (თუ არა,ახალგაზრდებთან მაინც) გარკვეულ პროექტებს განვახორციელებთ და შეიქმნება ინტელექტუალური გარემო.

მართალია,ხალხის ეკონომიკური პრობლემების მაგვარების გარეშე ზემოაღნიშნული მიზნების მიღწევა ადვილი არ ჩანს,მაგრამ დღესდღეობით ჩვენი მხრიდან ამდენი ხალხის ეკონომიკური პრობლემის მოგვარება არ არის შესაძლებელი და,ჩემი აზრით,ასეთი რამე არც უნდა მოხდეს.ჩვენ უნდა შევცვალოთ მათი აზროვნება,მათი მსოფლმხედველობა,მათი განათლების დონე.ჩვენ მათ თევზი არ უნდა მივცეთ,არამედ უნდა ვისწავლოთ თევზაობა.

მაშასადამე,სტერეოტიპებისა და პროპაგანდის მიუხედავად,ჩვენი მიზანია ევროპული ღირებულებების მითვისება და გავრცელება,რათა ადვილად მოვაგვაროთ არსებული პრობლემები და გვქონდეს ნათელი მომავლის იმედი.


50 views0 comments

©2019 by School of Civil Society.