Search

ესეების კონკურსის გამრჯვებულები


ვულოცავ მონაწილეებს საუკეთესო ესეების კონკურსში გამრჯვებას, გამარჯვებულები არიან ქვემო ქართლიდან და სამცხე-ჯავახეთიდან.

თითოეული რეგიონიდან ორი გამარჯვებული გვყავს: სამცხე-ჯავახეთ ქრისტინა კაზარიანი და მერუჟ ხნკოიანი. ქვემო ქართლიდან ლენა გოჯაევა და ნურლან ფახრატოვი.

კონკურსის ფარგელბში გამარჯვბულმა მონაწილეებმა მიიღეს 500 ლარიანი მცირე გრანტი და 100 ლარიანი სასჩუქრე ვაუჩერები.

ასევე გამოვლინდა 2 კარგი ნაშრომი და მათ გადაეცათ 100 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები.



ქრისტინა კაზარიანი

ეთნიკური უმცირესობების სტუდენტური ცხოვრება

რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი სიმდიდრეა.ჩვენი ქვეყანა მრავალფეროვნებით გამოირჩევა საქართველო,როგორც ტოლერანტული ქვეყანა სხვა ქვეყნებისგან განსხვავდება.სამცხე-ჯავახეთი განსხვავდება დანარჩენი კუთხეებისაგან იმით,რომ აქ ეთნიკური უმცირესობებია დასახლებული.ჩვენს კუთხეში ბევრი ეთნიკურად სომეხია დასახლებული,რაც საქართველოს ამშვნებს და ისტორიულ მოვლენებს უკავშირებს.მართალია ეთნიკურ უმცირესობებს განსხვავებული ცოხვრების წესი აქვთ,განსხვავებული ტრადიციები მიუხედავად ამისა, ისინი მაინც არიან საქართველოს მოქალაქეები და საქართველოს შემადგენელი ნაწილი.როგორც,საქართველოს მოქალაქეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით,ასევე ამ უფლებებით ეთნიკური უმცირესობები სარგელობენ და მათი უფლებები დაცულია საქართველოს კანონმდებლობით.

ახლა კი,უშუალოდ მინდა ვისაუბრო იმის შესახებ,თუ როგორ ცხოვრობენ ეთნიკური უმცირესობები და როგორი სტუდენტური ცხოვრება აქვთ და რა სირთულეებს აწყდებიან.ალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ თითოეული ახალგაზრდისთვის მნიშვნელოვანია სწავლა-განათლების მიღება.ზუსტად ჩვენი ქვეყანა ახლგაზრდებს აძლევს იმის შესაძლებლობას,რომ მიიღონ განათლება საქართველოში და აქ აღმოაჩინონ ნათელი მომავალი.როგორ იწყება სტუდენტური ცხოვრება ? რა სირთულეებს აწყდებიან და როგორ ხდება მათი ინტეგრაცია? საქართველომ ყველანაირად ხელი შუწყო ახალგაზრდებს,ვისაც სწავლა-განათლების მიღება უნდოდა საქართველოში,მაგრამ სრულფასოვნად არ ფლობდნენ სახელმწიფო ენას.საქართველოს უმაღლეს უნივერსიტეტებში მიღბულია პროგრამა,რომელსაც 1+4 საგანმანათლებლო პროგრამა ეწოდება.ეს პროგრამა ძირითადად გათვლილია ეთნიკურ უმცირესობებზე.ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები სახელმწიფო ენას არ ფლობენ კარგად,ამიტომ ამ პროგრამის საშუალებით ისინი ირიცხებიან უნივერსიტეტში.1+4 საგანმანათლებლო პროგრამის ძირითადი მიზანია,ეთნიკურ უმცირესობებმა,რომ შეისწავლონ ქართული ენა და დაეუფლონ სახელმწიფო ენას კარგად.პროგრამის საშუალებით ბევრი ახალგაზრდა ირიცხება უნივტერსიტეტში და განათლებას იღებენ თავიანთ სახელმწიფოში.ამ პროგრამას დადებითი შედეგები მოჰყვება იმ მხრივ,რომ ახალგაზრდებს აღარ მოუწევთ საქართველოდან გასვლა. ახლა კი მოგიყვებით ჩვენს მხარეზე,თუ როგორია სტუდენტური ცხოვრება ? როგორ ხდება ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია? ამისათვის ნათელი მაგალითია სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სსიპ კოლეჯი „ოპიზარი“.როგორც,სხვა უნივერსიტეტები სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტსაც აქვს 1+4 საგანმანათლებლო პროგრამა.ამ პროგრამით ბევრი ახალგაზრდა ირიცხება უნივერსიტეტში და ზუსტად აქედან იწყება მათი ცხოვრება, ვინაიდან და რადგანაც ეს ეტაპი მათი ცხოვრების ახალი დასაწყისია,სიახლეებით აღსავსე და წინ გადადგმული ნაბიჯი.სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში,როდესაც ირიცხებიან 1+4 საგანმანათლებლო პროგრამაზე მათ ხვდებათ ძალიან თბილი და კარგი გარემო.ამ პროგრამაზე ჩარიცხვით არ ფასდება, მათი საბაზისო განათლება,პირიქით ძალიან მარტივად სწავლობენ და ეუფლებიან სახელმწიფო ენას.ყველაზე სასიხარულო და მნიშვნელოვანია ის ფაქტია, რომ ეთნიკური უმცირესობების სტუდენტები თავს არ გრძნობენ უცხო გარემოში იმიტომ,რომ მათთვის ყველანაირი ხელსაყრელი პირობაა შექმნილი, ეს ზუსტად სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამსახურებაა.უნივერსიტეტი მაქსიმალურად ცდილობს,რომ ეთნიკური უმცირესობების სტუდენტები აქტიურად ჩაერთნენ სხვადასხავა ღონისძიებებში და აქტივობებში,რაც მათთვის ძალიან კარგია და მნიშვნელოვანი. კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია სსიპ კოლეჯი „ოპიზარი“,რომელიც ეთნიკურ უმცირესობებს ეხმარება ინტეგრაციაში.სსიპ „კოლეჯი“ ოპიზარში განათლების მიღბა შეუძლია ყველა პირს ,ვისაც პროფესიული განათლების მიღბა უნდა.კოლეჯში სწავლისას ეთნიკურ უმცირესობების სტუდენტები არ არიან შეზღუდული და შებოჭილი,პირიქით სარგებლობენ სრული თავისუფლებით და თანაბრად იღებენ განათლებას და ეუფლებიან პროფესიას.ხაზი მინდა გავუსვა იმას,რომ ფორმალურ განათლებასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლების მიღება.არაფორმალური განთლება ახალგაზრდებს აძლევს უფრო მეტ შესაძლებლობას,რომ თავიანთი თავი გამოცადონ ახალ სივრცეში და ახალ გარემოში.არაფორმალური განათლების საფუძველზე ისინი ივითარებენ ახალ უნარ-ჩვევებსა და აღრმავებენ ცოდნის.

ვფიქრობ,ადრე ეთნიკური უმცირესობების სტუდენტები,არ სარგებლობდნენ ამ უფლებებით,რაც მათ ჰქონდათ.დღესდღობით ეს სურათი არ გვაქვს და მეტად ინტეგრირებულნი არიან ახალგაზრდები და ბევრ დაბრკოლების წინაშე აღარ ხვდებიან.თითოულ ახალგაზრდას ეძლევა შესაძლებლობა ,რომ შექმნას თავისი ნათელი მომავალი თავის სამშბლოში.ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს დასახული მიზანი და ყველაფერი გააკეთოს იმისათვის,რომ მიზანს მიაღწიოს და სწორად მიჰყვეს ცხოვრების დინებას იმიტომ,რომ ცხოვრება არის ერთი დაუწერელი წიგნი,რომლის ყოველი გვერდი ახალი ცხოვრების დასაწყისია....



მერუჟ ხნკოიანი


ადგილობრივი ქალების როლი რაიონის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.


საქართველოში გენდერული თანასწორობა კვლავ გამომწვედ საკითხად რჩება. ქალთა და მამაკაცთა თანაბარი ჩართულობა როგორც საზოგადოებრივ, ასევე პოლიტიკურ საქმიანობაში სახარბიელო ნამდვილად არ არის. ჩვენი საზოგადოება კვლავ სტერეოტიპული აზროვნების გავლენით წყვეტს ქალის როლს და მის უფლებებს. ქალები გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოადგენენ უმცირესობას. ეს ფენომენი სათავეს ოჯახიდან იღებს. ასევე გრძელდება საჯარო სტრუქტურებსა და სხვა საზოგადოებრივ დაწესებულებებში. საზოგადოებაში არის სტიგმა, რომ ქალებისთვის შესაფერისი სამუშაო შეიძლება იყოს მასწავლებლობა, ექთნობა და მსგავსი სპეციალობები. ხოლო მაღალი თანამდებობის პირებად ძირითადად მამაკაცები ინიშნებიან. ეს საკითხი შეგვიძლია განვიხილოთ ჩვენი მუნიციპალიტეტის სკოლების ფონზე. სკოლის მასწავლებლების უმეტესობა შეადგენს ქალებს,ხოლო სკოლის დირექტორები ძირითადად მამაკაცები არიან.

საგანმანათლებლო საქმიანობის გარდა, სხვა სფეროში ძალიან ცოტა ქალი არის აქტიურად ჩართული. მაგალითად ქალაქის, რაიონის თუ სოფლის პრობლემების განხილვებზე ძირითადად მამაკაცები არიან ჩართულები და შესაბამისად გადაწყვეტილებებსაც ისინი იღებენ. ეს საკითხი შეგვიძლია გავამყაროთ ადგილობრივი ტელევიზიების ტელეგადაცემებით, რომლებშიც აშუქებენ ამა თუ იმ დასახლებული პუნქტის მოსახლეობის კრებებს,შეხვედრებს, სადაც განიხილავენ დასახლების პრიორიტეტულ საკითხებს ( მაგალითად სოფლის პროგრამის ფარგლებში). მსგავს შეხვედრებზე იშვიათად შეხვდებით ქალებს, რაც თავისთავად არასრულფასოვნების განცდას გვიტოვებს, რადგან ქალები სხვა პრობლემას დაასახელებენ და მამაკაცები სხვას. ქალებისთვის შეიძლება მეტად მნიშვნელოვანი იყოს კანალიზაციის პრობლემა, რადგან ძირითადად ისინი არიან საოჯახო საქმეებში ჩართულნი, ისინი ითმენენ ცუდ პირობებში მუშაობას და ამას მამაკაცები ვერ აღიქვამენ ისე, როგორც რეალობაში არის. მამაკაცები უკვე მზა პროდუქტს ხედავენ : დარეცხილი ტანსაცმელი, სუფთა სახლი, მომზადებული საკვები და ა.შ. ,ასევე მამაკაცებმა შეიძლება დაასახელონ მოუწესრიგებელი გზების პრობლემა, რადგან ისისნი არიან მძღოლები და უშუალოდ მათ ეხებათ სატრანსპორტო საშუალებების მოვლა და ა.შ.

მუნიციპალიტეტის მერიაში,საკრებულოში და სხვა საჯარო სტრუქტურებში დასაქმებული ქალები ძირითადად არიან დაბალ შტატებზე მომუშავე პირები, ხოლო სამსახურების უფროსები მამაკაცები არიან. შესაბამისად ქალის როლი როგორც საზოგადოებრივ, ასევე პოლიტიკურ ცხოვრებაში დაკნინებულია. არადა სწორედ ქალთა და მამაკაცთა თანაბარი ჩართულობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში იქნება გარანტი დემოკრატიული ღირებულებების ჩამოყალიბებისა. დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების ჩარჩოში ერთერთ დესკრიპტორი არის: დემოკრატიის, სამართლიანობის, თანასწორობისა და კანონის უზენაესობის დაფასება. ვფიქრობ ეს დესკრიპტორი თავის თავში გულისხმობს ქალების და მამაკაცების თანაბარ ჩართულობას ყველა სფეროში.

სხვა მიმართულებებთან შედარებით, ყველაზე ნაკლები ქალი არის ჩართული ბიზნესში და ეკომომიკაში.ქალთა ეკონომიკური დამოუკიდებლობა და სიძლიერე პირდაპირ კავშირშია ქალთა გაძლიერებასთან და ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობასთან. ეს კი თავისთავად აღმოფხვრის ოჯახში ძალადობას, რაც სამწუხაროდ უცხო არ არის ჩვენი საზოგადოებისთვის. ქალები , რომლებიც ჩართულნი არიან ეკონომიკურ საქმიანობაში, მათ არ აქვთ თანაბარი ანაზღაურება.

მიუხედავად პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში არსებული ქალის პასიურობისა, ისტორიაში ცნობილია ბევრი ლიდერი ქალი, რომლებიც იყვნენ დედოფლები, მინიტრები და საზოგადო მოღვაწეები. მათ ქვეყნის განვითარებაში, დემოკრატიული ღირებულებების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით.მათმა პოლიტიკურმა ხედვებმა და განსხვავებულმა აზროვნებამ წინ წამოწია ადამიანის უფლებებისა და ღირებულებების მნიშვნელობა.

და ბოლოს, ქალი, რომელიც არ არის აქტიურად ჩართული საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, ვერც იქნება ქვეყნის ატიური მოქალაქე. ასეთი ქალი ვერ გაზრდის დემოკრატიულად მოაზროვნე შვილს და ასეთი თაობა ვერ განავითარებს ქვეყანას.


76 views0 comments