Search

ზინაიდა ბესტაევა- ვარ ეთნიკურად ოსი და საქართველოს მოქალაქე

გამარჯობა, მას შემდეგ,რაც მარნეული და ბოლნისი საკარანტინო ზონად გამოცხადდა, სოციალურ ქსელებში აზერბაიჯანელების მიმართ არაერთი დისკრიმინაციული და სიძულვილის შემცველი პოსტი და კომენტარი გავრცელდა. ვარ საქართველოს მოქალაქე, ეთნიკურად ოსი.ქართველი და მუსლიმი მეგობრები მყავს და ყველა მათგანი მეამაყება... ისევე როგორც მემამაყება ჩემი ოსობა! მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეა!იმაზე მეტი გვაქვს საერთო ვიდრე ეს ზედაპირზე ჩანს! ჩვენი ტრადიციები, ურთიერთპატივისცემა, სიყვარული, სტუმარ-მასპინძლობა და თუნდაც ყოველდღიურობაში გამოყენებული ათასობით სიტყვა. ხშირად როდესაც,4 მილიონიან საქართველოზე საუბრობთ, უნდა გახსოვდეთ ეს უბრალოდ ციფრი არ არის, ეს ხალხის და საქართველოს მოქალაქეების ერთობაა: ქართველის,ოსის, აზერბაიჯანელის, სომეხის, აფხაზის,ქისტის, ქურთის და ა.შ... ხუთჯვრიანი დროშის ძალა ერთობაშია. კანონის წინაშე ყველა თანასწორნი ვართ, განურჩევლად ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა.მე არ ვარღვევ სახელმწოფოს მიერ დადგენილ შეზღუდვებს, ვრჩები სახლში!



0 views

©2019 by School of Civil Society.