Search

მარგარიტა ავაკიანი- არ ვიტყვი იმას, რომ ეთნიკურად სომეხი ვარ, ეს ისედაც ცნობილია

გამარჯობა. მე ვარ მარგარიტა ავაკიანი მე არ ვიტყვი იმას, რომ ეთნიკურად სომეხი ვარ, ეს ისედაც ცნობილია. ასევე არ ვიტყვი, რომ ვიცავ ჩემს აზერბაიჯანელ მეგობრებს, მათ ეს სულაც არ სჭირდებათ. ბევრი ვიფიქრე დამეწერა, თუ არა ეს ყველაფერი, იცით რატომ? იმიტომ, რომ ვფიქრობ საქართველო და ზოგადად მსოფლიო დგას უფრო მეტად რთული პრობლემის წინაშე, ვიდრე ეს საკითხი წარმოადგენს. შეიძლება ბევრმა არ დამეთანხმოს, მერწმუნეთ, ეს სულაც არ გამაკვირვებს. უბრალოდ მაბრაზებს ის ფაქტი, იმ დროსაც კი, როდესაც ადამიანები დგანან სიკვდილ-სიცოცხლის საკითხის წინაშე, იწყებენ შენი ეროვნული კუთვნილების, რელიგიის, ენის განკიცხვას... აღსანიშნავია, რომ საქართველოში ეთნიკური უმცირესობების დისკრიმინაციული მოპყრობა ხშირად ხდება… თუმცა, იმის გათვალისწინებით, თუ რა ვითარებაა, როდესაც ყველა ადამიანი, მიუხედავად წარმოშობისა, თანაბრად დაუცველია, კრიტიკა ეთნიკურობისა თუ სხვა პირადი მახასიათებლების მიმართ არსებობს. მეგობრებო სასაცილოა, მერწმუნეთ ვინც “აკრიტიკებს’’ საქართველოში ეთნიკურ უმცირესობებს, ამ ადამიანებს ძალიან ვიწრო მსოფლმხედველობა აქვთ. მოდით ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა, მათ, ვინც დაიბადა, გაიზარდა, ცხოვრობს და აპირებს ამ სახელმწიფოში ცხოვრებას. ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძია დავეხმაროთ მას ამ გამოწვევის დაძლევაში და არ დავკარგოთ დრო გაუნათლებელი ადამიანების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებზე. მე დარწმუნებული ვარ, მალე ყველაფერი ძალიან კარგად იქნება... მე თითოეული თქვენგანის გვერდით ვიქნები, თუ ჩემი დახმარების საჭიროებას განიცდით. გამაგრდით, ჩვენ ერთად ძალიან ბევრი გასაკეთებელი გვაქვს.


614 views0 comments