Search

ნიკოლოზ თევზაძე- რასიზმის არსებობა თუ არარსებობა დამოკიდებულია ჩვენზე, საზოგადოებაზე


მსოფლიო რამდენიმე ათასწლეულს ითვლის და ამ დროის მანძილზე კაცონრიობამ განვითარების საკმაოდ რთილი და ხანგძლივი გზა განვლო. თუ გადავხედავთ მსოფლიო ისტორიას აღმოვაჩენთ რომ სამყარო არაერთი გამიწვევისა თუ პრობლემის წინაშე მდგარა, ისეთი პრობლემებისა როგორიცაა: ტერორიზმი, გენდერული უთანააწორება, რასიმი, ჰომოფობია, ქაენოფობია თუ სხვა. ამჟამად მე ყურადღებას გავამახვილებ რასიზმზე, ხშირად საუბრობენ საკითხზე თუ რამდენად არსებობს რასიზმი ჩვენს საზოგადოებაში. ჩემი აზრით ამ კითხვაზე ცალსახა პასუხის გაცემა არასწორი იქნება, რადგან რასიზმის არსებობა თუ არარსებობა დამოკიდებულია ჩვენზე, საზოგადოებაზე. ყველასათვის ცნობილია, რომ ძირითადად რასისტული დამოკიდებულების მსხვერპლი ფერადკანიანი ადამიანები იყვნენ, მიზეზი ამისა კი იყო ის რომ მათი განსხვავებულება შიშს აღძრავდა საზოგადოებაში, თუმცა ცხადია ისიც, რომ რასიზმის მსხვერპლი ყველა შეიძლება იყო. 2020 ის მთავარი გამოწვევა არის COVID-19, რომელმა ადამიანები არსებითად შეცვალა. საწყის ეტაპზე ამ ვირუსის არსებობამ ჩინეთის სახელმწიფო და ჩინელები საზოგადოების მხრიდან ჩაგვრის მსხვერპლი გახადა, რადგან ადამიანები თვლიდნენ, რომ ყველა ჩინელი ამ ვირუსი მატარებელი იყო და თავს იკავებდნენ მათთან ურთიერთობისგან, რაც ჩემი აზრით არასწორია, თუმცა ვირუსის ფართო მაშტაბებით გავრცელებამ ადამიანებს დაანახა, რომ ერთმანეთს გვერდით უნდა დაუდგნენ, რომ უნდა დაიცვან და უყვარდეთ ერთმანეთი. ხშირად მსჯელობენ და ცდილობენ იპოვონ გამოსავალი და ებრძოლონ რასიზმს, ვფიქრობ რომ რასიზმთან ბრძოლის მთავარი იარაღი ვართ ჩვენ ადამიანები. ყველა ჩვენგანმა უნდა შევძლოთ და მივიღოთ ადამიანები ისეთებად როგორებიც არიან. საბოლოო ჯამშვი ვფიქრობ, რომ ჩვენი როგორც ცივილიზირებული საზოგადოების მოვალეეობა პატივი ვცეთ ერთმანეთს განურჩევას სქესისა, სარისა, რელიგიური თუ ეთნიკური შეხედულებისა.


ნიკოლოზ თევზაძე, საერთაშორისო ურთიერთობები, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი



50 views0 comments

©2019 by School of Civil Society.