საუკეთესო ნამუშევრებისთვის ესების კონკური

სამოქალაქო საზოგადოების სკოლა/School Of Civil Society იწყებს პროექტს სამოქალაქო ჟურნალისტიკის განვითარებას ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში ახალგაზრდებს შორის აცხადებს საუკეთესო ნამუშევრებისთვის ესების კონკურს.
კონკურსი
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს 17-დან 25-წლამდე მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში.
კონკურსის მონაწილეებმა უნდა მოამზადონ ესე შემდეგ თემებზე:
• ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში საქართველოში (არჩევნები)
• ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანოებში.
• მესამე სექტორი ადგილობრივ თემებში.
• ადგილობრივი ქალების როლი რაიონის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.
• ეთნიკური უმცირესობების სტუდენტური ცხოვრება.
• ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციის დინამიკა დამკვიდრებული სტერეოტიპებისა და პროპაგანდის ფონზე.
• ახალგაზრდობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ადგილობრივ თემებში.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 5 ნოემბრამდე უნდა დარეგისტრირდეთ ბმულზე
რეგისტრაციის შემდეგ დამატებითი დეტალური ინფორმაცია ელექტრონული ფოსტით გადაეგზავნება რეგისტრირებულ მონაწილეებს.
ესეების წარდგენის ბოლო ვადაა 20 ნოემბერი.
სპეციალურად შექმნილი კომისიამ; კომპეტენტური ჟურნალისტები, სამოქალაქო საზოგადოების სკოლის წევრები და ტოლერანტობის სამყაროს მონაწილეობით 27 ნოემბრამდე განიხილავს ესეებს და გამოავლენს გამარჯვებულებს.
კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელია ქართული ენის ცოდნა.
კონკურსში გამარჯვებულებს საშუალება ექნებათ მოიპოვონ მიკრო-გრანტი 500 ლარის ოდენობით იმისთვის რომ, განახორციელონ თავიანთი იდეები სამოქალაქო საზოგადოების სფეროში.
საბოლოოდ, 4 პროექტი მიიღებს დაფინანსებას (2 გრანტი თითოეული რეგიონისთვის). კონკურსის დამთვრების შემდეგ გამარჯვებულ მონაწილეებს გადაეგზავნებათ დამატებითი ინფორმაცია და მათი ნამუშევრები გამოქვეყნდება სამოქალაქო საზოგადოების სკოლის ვებ – გვერდზე.
https://www.facebook.com/SCSGE/
tel:579126046