Search

ჯივან მკრტჩიანი- ერთიანი და ძლიერი საქართველო

ქვეყნის განვითარების პერსპექტივას ვხედავ თანასწორობისა და ერთიანობის დამკვიდრებაში, საზოგადოების სამოქალაქო განათლების და თვითშეგნების დონის ამაღლებაში და სამოქალაქო ინტეგრირებაში.

თანასწორობა, როგორც დემოკრატიის წყარო, ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში იყო ქართულ ეროვნულ აზროვნებაში დამკვიდრებული, რომლის ნათელი მაგალითია ციტატა ვეფხისტყაოსნიდან- „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია“.

საქართველო არის მულტიეთნიკური, მულტიკულტურული და მულტირელიგიური ქვეყანა, სადაც საუკუნეების განმავლობაში აქ მცხოვრებმა ადამიანებმა, მიუხედავად მათი წარმომავლობისა, ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა, იცხოვრეს ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთსიყვარულის საფუძველზე, საერთო თანაცხოვრობის წესების დაცვით. დღეს საქართველოში არის მყარი საკანონმდებლო გარანტიები თანასწორობის უზრუნველსაყოფად. მაგრამ, ვფიქრობ, თანასწორობა თავისი არსით შეიძლება მიღწეულ იქნეს იმ შემთხვევაში, თუ თანასწორობის პრინციპი ნებისმიერი ადამიანის მიერ, თავისი ნება-სურვილით და არა კანონით იქნება დაცული.

ამიტომაც, მე, როგორც საქართველოს მოქალაქე და ახალი თაობის წევრი, ყოველთვის ყველაფერს ვაკეთებ, რომ თანასწორობა უფრო მეტად დაცული იყოს ადამიანების მხრიდან ღრმა ცნობიერების საფუძველზე, ვიდრე კანონის ძალით. თუ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარდეს, რომლის პერსპექტივაც ნამდვილად აქვს, მაშინ არც ერთ საქართველოს მოქალაქის თუ მცხოვრები პირის მიმართ არ უნდა განხორციელდეს დისკრიმინაცია, დისკრიმინაციული განხაცდება, ეს იქნება ეთნიკური, რელიგიური, გენდერული თუ სხვა ნიშნით. არამედ პირიქით, ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ ერთმანეთის გვერდით, უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს. ისედაც, საქართველოხომ ჩვენი სახლია, რომელიც დაჭრილია და სჭირდება ნებისმიერი ჩვენგანის, როგორც ერთიანი ძლიერი საქართველოს შვილების დახმარება.

საქართველო, ისედაც პატარა ქვეყანაა და ერთმანეთის მიმართ ცუდი, ნეგატიური და დისკრიმინაციული, შეურაცმყოფელი განხადებების გაკეტების ნაცვლად, უმჯობესია საერთო მტრის წინააღმდეგ ვიბრძოლოთ. ღრმა იმედი მაქვს, რომ ჩვენი ერთიანობით ჩვენი სამშობლო- საქართველო იმდენად გაძლიერდება, რომ აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას. დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ჩავეხუტებით ჩვენ ოს და აფხაზ ძმებს, ჩავეხუტებით ნებისმიერ საქართველოს მაცხოვრებელს სითბოთი და სიყვარულით, სიხარულითა და პატივისცემით.

ძალა ერთობაშია!

ჯივან მკრტჩიანი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი



164 views

©2019 by School of Civil Society.