My Items

I'm a title. ​Click here to edit me.

ესეების კონკურსის გამრჯვებულები

ვულოცავ მონაწილეებს საუკეთესო ესეების კონკურსში გამრჯვებას, გამარჯვებულები არიან ქვემო ქართლიდან და სამცხე-ჯავახეთიდან. თითოეული რეგიონიდან ორი გამარჯვებული გვყავს: სამცხე-ჯავახეთ ქრისტინა კაზარიანი და მერუჟ ხნკოიანი. ქვემო ქართლიდან ლენა გოჯაევა და ნურლან ფახრატოვი. კონკურსის ფარგელბში გამარჯვბულმა მონაწილეებმა მიიღეს 500 ლარიანი მცირე გრანტი და 100 ლარიანი სასჩუქრე ვაუჩერები. ასევე გამოვლინდა 2 კარგი ნაშრომი და მათ გადაეცათ 100 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები. ქრისტინა კაზარიანი ეთნიკური უმცირესობების სტუდენტური ცხოვრება რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი სიმდიდრეა.ჩვენი ქვეყანა მრავალფეროვნებით გამოირჩევა საქართველო,როგორც ტოლერანტული ქვეყანა სხვა ქვეყნებისგან განსხვავდება.სამცხე-ჯავახეთი განსხვავდება დანარჩენი კუთხეებისაგან იმით,რომ აქ ეთნიკური უმცირესობებია დასახლებული.ჩვენს კუთხეში ბევრი ეთნიკურად სომეხია დასახლებული,რაც საქართველოს ამშვნებს და ისტორიულ მოვლენებს უკავშირებს.მართალია ეთნიკურ უმცირესობებს განსხვავებული ცოხვრების წესი აქვთ,განსხვავებული ტრადიციები მიუხედავად ამისა, ისინი მაინც არიან საქართველოს მოქალაქეები და საქართველოს შემადგენელი ნაწილი.როგორც,საქართველოს მოქალაქეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით,ასევე ამ უფლებებით ეთნიკური უმცირესობები სარგელობენ და მათი უფლებები დაცულია საქართველოს კანონმდებლობით. ახლა კი,უშუალოდ მინდა ვისაუბრო იმის შესახებ,თუ როგორ ცხოვრობენ ეთნიკური უმცირესობები და როგორი სტუდენტური ცხოვრება აქვთ და რა სირთულეებს აწყდებიან.ალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ თითოეული ახალგაზრდისთვის მნიშვნელოვანია სწავლა-განათლების მიღება.ზუსტად ჩვენი ქვეყანა ახლგაზრდებს აძლევს იმის შესაძლებლობას,რომ მიიღონ განათლება საქართველოში და აქ აღმოაჩინონ ნათელი მომავალი.როგორ იწყება სტუდენტური ცხოვრება ? რა სირთულეებს აწყდებიან და როგორ ხდება მათი ინტეგრაცია? საქართველომ ყველანაირად ხელი შუწყო ახალგაზრდებს,ვისაც სწავლა-განათლების მიღება უნდოდა საქართველოში,მაგრამ სრულფასოვნად არ ფლობდნენ სახელმწიფო ენას.საქართველოს უმაღლეს უნივერსიტეტებში მიღბულია პროგრამა,რომელსაც 1+4 საგანმანათლებლო პროგრამა ეწოდება.ეს პროგრამა ძირითადად გათვლილია ეთნიკურ უმცირესობებზე.ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები სახელმწიფო ენას არ ფლობენ კარგად,ამიტომ ამ პროგრამის საშუალებით ისინი ირიცხებიან უნივერსიტეტში.1+4 საგანმანათლებლო პროგრამის ძირითადი მიზანია,ეთნიკურ უმცირესობებმა,რომ შეისწავლონ ქართული ენა და დაეუფლონ სახელმწიფო ენას კარგად.პროგრამის საშუალებით ბევრი ახალგაზრდა ირიცხება უნივტერსიტეტში და განათლებას იღებენ თავიანთ სახელმწიფოში.ამ პროგრამას დადებითი შედეგები მოჰყვება იმ მხრივ,რომ ახალგაზრდებს აღარ მოუწევთ საქართველოდან გასვლა. ახლა კი მოგიყვებით ჩვენს მხარეზე,თუ როგორია სტუდენტური ცხოვრება ? როგორ ხდება ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია? ამისათვის ნათელი მაგალითია სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სსიპ კოლეჯი „ოპიზარი“.როგორც,სხვა უნივერსიტეტები სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტსაც აქვს 1+4 საგანმანათლებლო პროგრამა.ამ პროგრამით ბევრი ახალგაზრდა ირიცხება უნივერსიტეტში და ზუსტად აქედან იწყება მათი ცხოვრება, ვინაიდან და რადგანაც ეს ეტაპი მათი ცხოვრების ახალი დასაწყისია,სიახლეებით აღსავსე და წინ გადადგმული ნაბიჯი.სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში,როდესაც ირიცხებიან 1+4 საგანმანათლებლო პროგრამაზე მათ ხვდებათ ძალიან თბილი და კარგი გარემო.ამ პროგრამაზე ჩარიცხვით არ ფასდება, მათი საბაზისო განათლება,პირიქით ძალიან მარტივად სწავლობენ და ეუფლებიან სახელმწიფო ენას.ყველაზე სასიხარულო და მნიშვნელოვანია ის ფაქტია, რომ ეთნიკური უმცირესობების სტუდენტები თავს არ გრძნობენ უცხო გარემოში იმიტომ,რომ მათთვის ყველანაირი ხელსაყრელი პირობაა შექმნილი, ეს ზუსტად სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამსახურებაა.უნივერსიტეტი მაქსიმალურად ცდილობს,რომ ეთნიკური უმცირესობების სტუდენტები აქტიურად ჩაერთნენ სხვადასხავა ღონისძიებებში და აქტივობებში,რაც მათთვის ძალიან კარგია და მნიშვნელოვანი. კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია სსიპ კოლეჯი „ოპიზარი“,რომელიც ეთნიკურ უმცირესობებს ეხმარება ინტეგრაციაში.სსიპ „კოლეჯი“ ოპიზარში განათლების მიღბა შეუძლია ყველა პირს ,ვისაც პროფესიული განათლების მიღბა უნდა.კოლეჯში სწავლისას ეთნიკურ უმცირესობების სტუდენტები არ არიან შეზღუდული და შებოჭილი,პირიქით სარგებლობენ სრული თავისუფლებით და თანაბრად იღებენ განათლებას და ეუფლებიან პროფესიას.ხაზი მინდა გავუსვა იმას,რომ ფორმალურ განათლებასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლების მიღება.არაფორმალური განთლება ახალგაზრდებს აძლევს უფრო მეტ შესაძლებლობას,რომ თავიანთი თავი გამოცადონ ახალ სივრცეში და ახალ გარემოში.არაფორმალური განათლების საფუძველზე ისინი ივითარებენ ახალ უნარ-ჩვევებსა და აღრმავებენ ცოდნის. ვფიქრობ,ადრე ეთნიკური უმცირესობების სტუდენტები,არ სარგებლობდნენ ამ უფლებებით,რაც მათ ჰქონდათ.დღესდღობით ეს სურათი არ გვაქვს და მეტად ინტეგრირებულნი არიან ახალგაზრდები და ბევრ დაბრკოლების წინაშე აღარ ხვდებიან.თითოულ ახალგაზრდას ეძლევა შესაძლებლობა ,რომ შექმნას თავისი ნათელი მომავალი თავის სამშბლოში.ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს დასახული მიზანი და ყველაფერი გააკეთოს იმისათვის,რომ მიზანს მიაღწიოს და სწორად მიჰყვეს ცხოვრების დინებას იმიტომ,რომ ცხოვრება არის ერთი დაუწერელი წიგნი,რომლის ყოველი გვერდი ახალი ცხოვრების დასაწყისია.... მერუჟ ხნკოიანი ადგილობრივი ქალების როლი რაიონის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. საქართველოში გენდერული თანასწორობა კვლავ გამომწვედ საკითხად რჩება. ქალთა და მამაკაცთა თანაბარი ჩართულობა როგორც საზოგადოებრივ, ასევე პოლიტიკურ საქმიანობაში სახარბიელო ნამდვილად არ არის. ჩვენი საზოგადოება კვლავ სტერეოტიპული აზროვნების გავლენით წყვეტს ქალის როლს და მის უფლებებს. ქალები გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოადგენენ უმცირესობას. ეს ფენომენი სათავეს ოჯახიდან იღებს. ასევე გრძელდება საჯარო სტრუქტურებსა და სხვა საზოგადოებრივ დაწესებულებებში. საზოგადოებაში არის სტიგმა, რომ ქალებისთვის შესაფერისი სამუშაო შეიძლება იყოს მასწავლებლობა, ექთნობა და მსგავსი სპეციალობები. ხოლო მაღალი თანამდებობის პირებად ძირითადად მამაკაცები ინიშნებიან. ეს საკითხი შეგვიძლია განვიხილოთ ჩვენი მუნიციპალიტეტის სკოლების ფონზე. სკოლის მასწავლებლების უმეტესობა შეადგენს ქალებს,ხოლო სკოლის დირექტორები ძირითადად მამაკაცები არიან. საგანმანათლებლო საქმიანობის გარდა, სხვა სფეროში ძალიან ცოტა ქალი არის აქტიურად ჩართული. მაგალითად ქალაქის, რაიონის თუ სოფლის პრობლემების განხილვებზე ძირითადად მამაკაცები არიან ჩართულები და შესაბამისად გადაწყვეტილებებსაც ისინი იღებენ. ეს საკითხი შეგვიძლია გავამყაროთ ადგილობრივი ტელევიზიების ტელეგადაცემებით, რომლებშიც აშუქებენ ამა თუ იმ დასახლებული პუნქტის მოსახლეობის კრებებს,შეხვედრებს, სადაც განიხილავენ დასახლების პრიორიტეტულ საკითხებს ( მაგალითად სოფლის პროგრამის ფარგლებში). მსგავს შეხვედრებზე იშვიათად შეხვდებით ქალებს, რაც თავისთავად არასრულფასოვნების განცდას გვიტოვებს, რადგან ქალები სხვა პრობლემას დაასახელებენ და მამაკაცები სხვას. ქალებისთვის შეიძლება მეტად მნიშვნელოვანი იყოს კანალიზაციის პრობლემა, რადგან ძირითადად ისინი არიან საოჯახო საქმეებში ჩართულნი, ისინი ითმენენ ცუდ პირობებში მუშაობას და ამას მამაკაცები ვერ აღიქვამენ ისე, როგორც რეალობაში არის. მამაკაცები უკვე მზა პროდუქტს ხედავენ : დარეცხილი ტანსაცმელი, სუფთა სახლი, მომზადებული საკვები და ა.შ. ,ასევე მამაკაცებმა შეიძლება დაასახელონ მოუწესრიგებელი გზების პრობლემა, რადგან ისისნი არიან მძღოლები და უშუალოდ მათ ეხებათ სატრანსპორტო საშუალებების მოვლა და ა.შ. მუნიციპალიტეტის მერიაში,საკრებულოში და სხვა საჯარო სტრუქტურებში დასაქმებული ქალები ძირითადად არიან დაბალ შტატებზე მომუშავე პირები, ხოლო სამსახურების უფროსები მამაკაცები არიან. შესაბამისად ქალის როლი როგორც საზოგადოებრივ, ასევე პოლიტიკურ ცხოვრებაში დაკნინებულია. არადა სწორედ ქალთა და მამაკაცთა თანაბარი ჩართულობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში იქნება გარანტი დემოკრატიული ღირებულებების ჩამოყალიბებისა. დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების ჩარჩოში ერთერთ დესკრიპტორი არის: დემოკრატიის, სამართლიანობის, თანასწორობისა და კანონის უზენაესობის დაფასება. ვფიქრობ ეს დესკრიპტორი თავის თავში გულისხმობს ქალების და მამაკაცების თანაბარ ჩართულობას ყველა სფეროში. სხვა მიმართულებებთან შედარებით, ყველაზე ნაკლები ქალი არის ჩართული ბიზნესში და ეკომომიკაში.ქალთა ეკონომიკური დამოუკიდებლობა და სიძლიერე პირდაპირ კავშირშია ქალთა გაძლიერებასთან და ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობასთან. ეს კი თავისთავად აღმოფხვრის ოჯახში ძალადობას, რაც სამწუხაროდ უცხო არ არის ჩვენი საზოგადოებისთვის. ქალები , რომლებიც ჩართულნი არიან ეკონომიკურ საქმიანობაში, მათ არ აქვთ თანაბარი ანაზღაურება. მიუხედავად პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში არსებული ქალის პასიურობისა, ისტორიაში ცნობილია ბევრი ლიდერი ქალი, რომლებიც იყვნენ დედოფლები, მინიტრები და საზოგადო მოღვაწეები. მათ ქვეყნის განვითარებაში, დემოკრატიული ღირებულებების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით.მათმა პოლიტიკურმა ხედვებმა და განსხვავებულმა აზროვნებამ წინ წამოწია ადამიანის უფლებებისა და ღირებულებების მნიშვნელობა. და ბოლოს, ქალი, რომელიც არ არის აქტიურად ჩართული საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, ვერც იქნება ქვეყნის ატიური მოქალაქე. ასეთი ქალი ვერ გაზრდის დემოკრატიულად მოაზროვნე შვილს და ასეთი თაობა ვერ განავითარებს ქვეყანას.

ესეების კონკურსის გამრჯვებულები

ვულოცავ მონაწილეებს საუკეთესო ესეების კონკურსში გამრჯვებას, გამარჯვებულები არიან ქვემო ქართლიდან და სამცხე-ჯავახეთიდან. თითოეული რეგიონიდან ორი გამარჯვებული გვყავს: ქვემო ქართლი ლენა გოჯაევა და ნურლან ფახრატოვი. სამცხე-ჯავახეთდან: ქრისტინა კაზარიანი და მერუჟ ხნკოიანი კონკურსის ფარგელბში გამარჯვბულმა მონაწილეებმა მიიღეს 500 ლარიანი მცირე გრანტი და 100 ლარიანი სასჩუქრე ვაუჩერები. ასევე გამოვლინდა 2 კარგი ნაშრომი და მათ გადაეცათ 100 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები. ლენა გოჯაევა ეთნიკური უმცირესობების სტუდენტური ცხოვრება დღესდღეობით, XXI-ე საუკუნეში, კვლავ მწვავედ დგას საკითხი საქართველოში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენთა ცხოვრება,მათი დამკვიდრება და ინტეგრაცია ქართულ საზოგადოებაში. შესაბამისად ისმის კითხვა,ამ ახალგაზრდებს რა უშლით ხელს წარმატებული და ბედნიერი ცხოვრებისაკენ მიმავალ გზაზე? როგორც ვიცით, ახალგაზრდა თაობა ეს არის ქვეყნის მომავალი,რომელზეც არის დამოკიდებული თუ როგორ განვითარდება და რა წინსვლა ექნება მას,მისი ბედიც,აყვავებაც და დაცემაც მასზეა დამოკიდებული.სტუდენტები საზოგადოების ის ნაწილია,რომელიც მეტად უნდა იყვნენ ჩართულები სამოქალაქო ცხოვრებაში.სწორედაც,რომ ამ თაობის ნაწილს წარმოადგენს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებიც,რომლებსაც გარემო პირობებიდან გამომდინარე არ აქვთ გასაქანი,არ შეუძლიათ საკუთარი წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარებაში, არ არიან ჩართულები საზოგადებრივ ცხოვრებაში ,მათში ჩამქრალია მომავლის იმედი. საქართველოში ეთნიკურ უმცირესობებთან შედარებით ქართველი ახალგაზრდები სარგებლობენ გარკვეული პრივილეგიებით,შესაბამისად არ არის დაფასებული მათი მნიშვნელობა საზოგადოებაში .რაც გამოწვეულია მთელი რიგი მიზეზების გამო. საქართველო არის მულტიეთნიკური ქვეყანა ,რაც იმას გულისხმობს,რომ ამ ტერიტორიაზე ცხოვრობს სხვადასხვა ეთნიკის წარმომადგენელი საზოგადოება.საქართველოს უზენაესი კანონი,კონსტიტუცია,აღიარებს მოქალაქეთა თანასწორობას მიუხედავად მათი ეთნიკური თუ კულტურული კუთვნილებისა,ენის,რელიგიის თუ სხვა შეხედულებისა.[1]რაც გულისხმობს იმას,რომ საქართველოს მოქალაქეებს(მიუხედავად მათი წარმოშობისა)გააჩნიათ თანასწორი უფლება-მოვალეობები სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე.გარდა კონსტიტუციისა,არსებობს მთელი რიგი მექანიზმები,რომლებიც იცავს ეთნიკური უმცირესობების უფლებებს[2].მიუხედავად ამისა,მათი უფლებები არ არის საკმარისად დაცული,რომლის მიზეზი არის არა ქვეყნის კანონმდებობა ,არამედ სახელმწიფოს მხრიდან მოვალეობის შეუსრულებლობა ,მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მხრიდან გავრცელებული ინფორმაციით ეთნიკური უმცირესობების მიმართ აგრესიის გავრცელება,ინფორმაციის ნაკლებობა,თავად საზოგადოების დამოკიდებულება ეთნიკური უმცირესობების მიმართ, არსებული განათლების სისტემა და სხვა მთელი რიგი გარემოებები.უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია ენის ბარიერი.ქვეყნის განათლების სისტემიდან გამომდინარე მათ ადრეულ ასაკში არ ეძლევათ იმის შესაძლებლობა,რომ სრულფასოვნად შეისწავლონ ენა,რათა შეძლონ ქართულ საზოგადოებასთან კონტაქტისს დამყარება,ინტეგრაცია.მართალია საქართველოში (განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც ეთნიკური უცირესობები ცხოვრობენ) არის არაქართულენოვანი სკოლები,მაგრამ არ ხდება სახელმწიფო ენის საკმარისი სწავლება.შესაბამისად ისინი ვერ იღებენ უმაღლეს განათლებას, ხოლო კურსდამთავრდებულები მეზობელ სახელმწიფოში იწყებენ მუშაობას.ვინაიდან ისეთ ქვეყანაში სწავლის გაგრძელება და მუშაობა მეტად რთული და შეუძლებელია ,რომლის სახელმწიფო ენაც არ იცი.გარდა უმაღლეს სასწავლებელში კვალიფიციური ცოდნის მიღებისა, ეთნიკური უმცირესობების წარმოამდგენელ ახალგაზრდების(სტუდენტების), დასაქმებაც გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული,რადგან არათუ მუშაობის პროცესში,წინასახელშეკრულებო ეტაპზეც(გასაუბრების ეტაპზე) ისეთი გარემოება არის შექმნილი,რაც პირდაპირ დისკრიმინაციაზე მიუთითებს.მაგ:ჩადრის/წვერის ტარება სხვა რელიგიის წამომადგენელი ახალგაზრდის მიერ,ენის ბარიერი,დამსაქმებლის სუბიექტური დამოკიდებულება ამა თუ იმ ეთნიკური წარმომადგენლის მიმართ და სხვა.აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად კი საჭიროა შრომითი ურთიერთობების მომაწესრიგებელი ნორმების პრაქტიკაში რეალიზება და სამართალდამცავი ორგანოების მეტი ჩართულობა მსგავსი საკითხის გადაწყვეტაში. გარდა ამისა,ერთ-ერთი უდიდეს პრობლემას წარმოადგენს თავად ადგილობრივი მოსახლეობის დამოკიდებულება ეთნიკური უმცირესოებების მიმართ,რადგან საზოგადოების უმრავლესობას აშინებს „განსხვავებულის“ მიღება.ქვეყანაში გავრცელებულია ქსენოფობიისა[3] და ბულინგის ფაქტები,ამ მხრივ აღსანიშნავია ინფორმაციის მიწოდების მასობრივი, მედია საშუალება,რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს საზოგადოების აზროვნების ფორმირებაში ამა თუ იმ საკითხთან მიმართებით.მაშინ,როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ხშირად მოიხსენიებს უარყოფით კონტექსტში ეთნიკურ უმცირესობებს, ეს ხელს შეუწყობს საზოგადოებაში მათ მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების ჩამოყალიბას. დღეის მდგომარეობით,საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები მიჩნეულია,როგორც ქვეყნის ყველაზე გაუნათლებელი ნაწილი,აქედან გამომდინარე ხშირად უგულებელყოფილი ან მეორეხარისხოვანია მათი აზრი ან დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით,რასაც მოყვება დამცირება ამ ახალგაზრდებისა . შესაბამიად მასმედიის საშუალებებით უნდა გაშუქდეს არა მხოლოდ უარყოფითი ,არამედ დადებითიც მათ შესახებ. ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტების ცხოვრების ამსახველი კადრების ,მიღწეული წარმატების გაშუქება კიდევ უფრო წაახალისებს მათ და საზოგადოებიაში ფეხმოკიდებულ სტერეოტიპსაც დაარღვევს. რელიგიური ნიშნებიდან,ერის ბარიერიდან,კულტურული ღირებულებებიდან გამომდინარე,საზოგადოება აიძულებს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ სტუდენტებს,რომ მეზობელ ქვეყნებთან უფრო მჭიდრო კავშირი დაამყარონ. ისინი ადრეულ ასაკში ხდებიან ბულინგის და დისკრიმინაციის მსხვერპლნი ,რაც ასევე გრძელდება სტუდენტურ ცხოვრებაშიც,უფრო მეტიც ცხოვრების ამ ეტაპზე ისინი შედარებით მეტ სირთულეს აწყდებიან , რაც მათ ხელს უშლის რომ ჰქონდეთ ისეთი სრულფასოვანი სტუდენტური ცხოვრება, როგორიც ეთნიკურად ქართველებს აქვთ.ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ სტუდენტებს არ შეუძლიათ რომ მიაღწიონ წარმატებას, რადგან საკუთარ თავს გრძნობენ გარიყულად იმ ადამიანებისგან,რომლებიც მისგან მხოლოდ ეთნიკური ნიშნებით გასნხვავდება.მათ არ შეუძლიათ საჯაროდ საკუთარი აზრის დაფიქსირება,რადგან ამას შეიძლება მოყვეს დამამცირებელი რეაქცია საზოგადოების მხრიდან.არ შეუძლიათ შესაბამისი ხარისხის განათლების მიღება,რადგან ენა არ იციან ,მეტად რთულია მათი ინტეგრაცია,რადგან გარემო პირობები მას არ აგრძნობინებს თავს ისე,როგორც ქვეყნის სრულფასოვან მოქალაქეს.აქედან გამომდინარე,ახალგაზრდები არ არიან ჩართულები საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს ინფორმაციის ნაკლებობა საზოგადოებაში, მე,როგორც ერთ-ერთი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ხშირად მსმენია :“წადი და შენს ქვეყანაში ისაუბრე ასე“,“საქართველოში რა გინდა?!არ გირჩევნია საკუთარ ქვეყანაში გააგრძელო განათლების მიღება და მოღვაწეობა?!“.რაც იმის მანიშნებელია,რომ მათ არ იციან,რომ მეც,როგორც ისინი ამ საზოგადოების ნაწილი ვარ,ამ ქვეყნის მოქალაქე და სწორედ ეს არის ჩემი ქვეყანა,სადაც გავიზარდე,რომელიც ზრუნავს ჩემზე და რომელზეც ვზრუნავ მე.ამიტომ, ვფიქრობ ,ამ პრობლემის გადაჭრაში თავად ეთნიკური უმცირესობებიც უნდა იყვნენ ჩართულები,თანაბრად უნდა გაუფრთხილდნენ ღირებულებებსა და ფასეულობებს,სახელმწიფომ და საზოგადოებამ ერთად ითანამშრომლოს,მედია საშუალებების მხრიდან მოხდეს ეთნიკური უმცირესობების მოხსენიება პოზიტიურ კონტექსტშიც ,ადრეული ასაკიდან სკოლამ უნდა უზრუნველყოს მოსწავლეში შემწყნარებლობის,სხვა ეთნიკის წარმომადგენელთან მშვიდობიანი თანაცხოვებიის ჩასახვა ,ჩატარდეს სხვადასხვა ღონისძიება, ტრენინგები სკოლებში,რომ საბოლოოდ მიღწევადი იყოს შუღლის გაქრობა საზოგადოებაში,იმისათვის რომ გამარტივდეს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების სტუდენტური ცხოვრება. .მიეცეს თანასწორი შესაძლებლობები ქვეყნის ახალგაზრდობას მიუხედავად მათი ეთნიკური კუთვნილებისა. საბოლოოდ,შემიძლია დავასკვნა,რომ დღევანდელ ახალგაზრდობას (ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტებს) დიდი გასაქანი აქვს უფრო მეტის მიღწევისთვის,თუ გარემო პირობებიც ხელს შეუწყობს მათ. მათ უნდა შეძლონ დამკვიდრდნენ საზოგადოებაში და ხელი შეუწყონ, როგორც საზოგადოების ,ისე სახელმწიფოს განვითარებას.ისინი ეთნიკურად ქართველების თანასწორნი უნდა იყვნენ,რომელიც უზრუნველყოფს მშვიდობიან თანაცხოვებას ისეთ მულტიეთნიკურ სახელმწიფოში,როგორიცაა საქართველო.რადგან ყველა ვიმსახურებთ ბედნიერებასა და წარმატებას,ამაში ხელს არ უნდა გვიშლიდეს ჩვენი ეთნიკური წარმომავლობა. [1] საქართველოს კონსტიტუცია მუხლი 11,1-ლი პუნქტი.
[2] „ეროვნულ უმცირესობათა დაცვის კონვენცია“;“ადაამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენცია“ „შრომის კოდექსი“ და სხვა(რომლებსაც აღიარებს საქართველო).
[3] ქსენოფობია-უცხოს ან უჩვეულოს მიმართ შიში.ტერმინი ხშირად გამოიყენება უცხოელთა ან განსხვავებულ ადამიანთა მიმართ შიშის ან სიძულვილის მინიშნებად. წყარო:wikipedia ნურლან ფახრატოვი ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციის დინამიკა დამკვიდრებული სტერეოტიპებისა და პროპაგანდის ფონზე საქართველო ოდითგანვე მრავალეთნიკური სახელმწიფო იყო,დღესაც ასე არის და,როგორც ჩანს,მომავალშიც ასე იქნება.ამ ქვეყანაში მრავალი ეროვნების ხალხი ერთად და მშვიდობიანად ცხოვრობს.ამასთან ერთად,მათ სურთ,რომ დაიცვან თავიანთი ენა,კულტურა,წეს-ჩვეულებები და რელიგია,ამიტომ არ ცდილობენ ქართველებთან ან ერთმანეთთან ინტეგრაციას,ევროპული ღირებულებების მითვისებას და ამაში ხედავენ ასიმილაციის საფრთხეს.ვფიქრობ,ეს მხოლოდ სტერეოტიპია და,რა თქმა უნდა,არ ნიშნავს საკუთარი ინდივიდუალურობის მთლიანად დაკარგვას,პირიქით-ხელს უწყობს ახალი და სასარგებლო ღირებულებების შეძენას. მართალია,საქართველოს მთავრობა ცდილობს ეთნიკური უმცირესობების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას,ყველა მოქალაქის ერთმანეთთან დაახლოებას, ინტეგრაციას,აქ ევროპული ღირებულებების დამკვიდრებას და ა.შ.,მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენც,ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებსაც გვაკისრია პასუხისმგებლობა,რომ თითოეულმა ჩვენთაგანმა შევიტანოთ ჩვენი წვლილი ამ პრობლემების მოგვარებაში,რადგან მხოლოდ ამ გზით შეიძლება გვქონდეს ნათელი მომავალი. მე ვცხოვრობ ქვემო ქართლის რეგიონში,სადაც არაქართველების,კერძოდ აზერბაიჯანელების,რაოდენობა საკმაოდ მაღალია.თუ განვიხილავთ ჩემს სოფელს,აღმოვაჩენთ,რომ რეგიონში არსებული პრობლემები აქაც არის ასახული.ამ პრობლემებს შორის არის:ეთნიკური უმცირესობების პასიური მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში,სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანოებში, ახალგაზრდობის დაბალი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და სხვა. ვფიქრობ,ამ პრობლემების გარდა,არსებობს ერთი პრობლემაც,რომლის მოგვარებითაც სხვა პრობლემების მოგვარება შედარებით გაადვილდება.ეს არის ევროპული ღირებულებების,ცხოვრებისა და აზროვნების წესის პოპულარიზაციის პრობლემა. ეხლა განვიხილოთ თუ რა არის ევროპული ღირებულებები,ანუ რაში მდგომარეობს მისი არსი და როგორ არის შესაძლებელი ამ ღირებულებების პოპულარიზაციის დინამიკის ამაღლება დამკვიდრებული სტერეოტიპებისა და პროპაგანდის ფონზე.იქიდან დავიწყოთ,რომ ჩემს სოფელში მოსახლეობის უმრავლესობას,ზოგიერთი ახალგაზრდის გამოკლებით,ევროპაზე ისეთი წარმოდგენები აქვთ თითქოს აქ არაფერი კარგი არ ხდება,მაგალითად:არავინ არ ქორწინდება,ყველა ერთმანეთთან სექსუალურ კავშირში შედის და სხვა უამრავი ნეგატიური რამ.სინამდვილეში კი,ევროპა ნიშნავს სიტყვის თავისუფლებას, ტოლერანტობას,სამართლიანობას, განათლების მაღალ დონეს და ა.შ.ამ შემთხვევაში ჩვენი მთავარი ამოცანა ის არის,რომ მოსახლეობას სხვადასხვა გზით,საშუალებით დავასაბუთოთ თუ ევროპული ღირებულებების შეძენას რატომ უფრო მეტი დადებითი მხარე აქვს,ვიდრე-უარყოფითი. ჩემი აზრით,ამ პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი გზა არის ადგილობრივი მოსახლეობის 10-15 კაციან ჯგუფებად დაყოფა და სხვადასხვა საკითხებზე ლექციების ჩატარება (ჩვენთან და ახლო სოფლებში კორონავირუსისი გავრცელების მკვეთრი ზრდა არ შეინიშნება,მიუხედავად ამისა ეს მოხდება დისტანციის დაცვით,ან ცოტა მომავალში).ლექციებს ჩაატარებენ სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტები და შესაძლებელია პროფესიონალი იურისტების, ჟურნალისტების ან აქტივისტების მოწვევაც.ამ შეხვედრების შედეგად,ადგილობრივი მოსახლეობა მიხვდება,რომ ამ ღირებულებების შეძენის შედეგად ბევრ ცვლილება განხორციელდება,ქვეყანა დაახლოვდება ევროპას,დამყარდება უფრო დემოკრატიული მმართველობა და ხალხს მიეცემა თავისუფალი გადაადგილებისა და საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება,ისინი მონაწილეობას მიიღებენ გლობალურ დათბობასთან და გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ პროექტებში,რაც ძალიან მნიშვნელოვანია საკითხია,მშობლები ბავშვებს ადრე არ დააქორწინებენ და გაიზრდება სწავლულთა რაოდენობა(სამწუხაროდ ჩვენს სოფელში მხოლოდ ორი სტუდენტია) და მომავალში სტუდენტებისთვის უფრო ადვილად ხელმისაწვდომი იქნება ევროპული განათლება და საქართველოშიც დამყარდება განათლების ევროპული მოდელი,რომელიც ჰუმანიზმსა და გამოყენებადი განათლების მიცემაზე იქნება დაფუძნებული, ადგილობრივი ქალების როლი გაიზრდება რაიონის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში,ახალგაზრდების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება და ა.შ. მე ამ ყველაფრის ნამდვილად მჯერა. ასევე,ევროპული ღირებულებების დამკვიდრებისთვის და სტერეოტიპების დასარღვევად,ვფიქრობ,კარგი იდეაა ცენტრში,ღია ცის ქვეშ ან კლუბის შენობაში,სპეციუალური ხელსაწყოებების დახმარებოთ,ყველას ერთად შეკრება და საინტერესო და შემსწავლელი ფილმების ჩვენება.ამ გზით,სოფელი უფრო გააქტიურდება,ხალხისთვის აღმოჩნდება სოციალური აქტივობა,რომელიც შეიძლება შრომისმოყვარე და ცხოვრებისგან დაღლილი სოფლელისთვის ბედნიერების წყაროდ გადაიქცეს,ასევე,აქ ორივე სქესის წარმომადგენლები გაერთიანდებიან და,შედეგად, კაცსა და ქალს შორის არსებული ბარიერები დაინგრევა და ყველა გაიაზრებს,რომ გენტერული თანასწორობა საჭიროა და უნდა არსებობდეს.მოკლედ რომ ვთქვათ,სოფლის პრობლემების მოგვარებაში ეს პროექტიც ძალიან სასარგებოლო გამოდგება. დავუშვათ ჩვენი ზემოაღნიშნული პროექტი,ლექციების ჩატარების შესახებ,განხორციელდა.ამის შემდეგ,ადგილობრივ მოსახლეობაში ბევრი რამე შეიცვლება,მათში შეიქმნება ცოდნისადმი,განათლებისადმი და სწავლისადმი ინტერესი,შეიცვლება მათი აზროვნებც,მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ,რომ ეს პროექტის განხორციელება,ანუ ლექციების ჩატარება,უსასრულოდ ვერ გაგრძელდება და,მხოლოდ,გარკვეულ ეტაპამდე არის შესაძლებელი.ამის გათვალისწინებით, საჭიროა სოფელში ბიბლიოთეკის არსებობა,რათა მუდმივად მოხდეს ცოდნის განახლება,ახალი ინფორმაციის მიღება,ახალგაზრდებმა აზარტული თამაშების ნაცვლად წიგნი წაიკითხონ,მსურველებმა წიგნების წაკითხვით სხვის,პერსონაჟების ცხოვრებაში იმოგზაურონ და ა.შ. ამ შემთხვევაში ბიბლიოთეკის შენობის აშენება ვერ მოხერხდება და არც არის საჭირო.შვენ შეგვიძლია ერთ-ერთი ცარიელი შენობა ბიბლიოთეკად გადავაქციოთ, მაგრამ საჭიროა ბიბლიოთეკის მომარაგება ქართული და აზერბაიჯანულენოვანი წიგნებით. მომავალში ჩვენ შეგვიძლია უფრო გავადიდოთ ეს ბიბლიოთეკა და გავზარდოთ წიგნების რაოდენობაც.ჩვენ ის უნდა გავითვალისწინოთ, რომ ახლა ან მომავალში ვინმეს მიერ წაკითხული ერთი წიგნი მისთვის თუ გარდატეხის ეტაპი იქნება და მისი ცხოვრება სასარგებლოდ შეიცვლება,ვფიქრობ,ესეც ჩვენი მხრიდან ძალიან დიდ წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს.ასევე,ბიბლიოთეკა ერთის მხრივ საზოგადოებრივი ცენტრის როლსაც შეასრულებს.მომავალში აქ სოფლის მოსახლეობასთან ერთად (თუ არა,ახალგაზრდებთან მაინც) გარკვეულ პროექტებს განვახორციელებთ და შეიქმნება ინტელექტუალური გარემო. მართალია,ხალხის ეკონომიკური პრობლემების მაგვარების გარეშე ზემოაღნიშნული მიზნების მიღწევა ადვილი არ ჩანს,მაგრამ დღესდღეობით ჩვენი მხრიდან ამდენი ხალხის ეკონომიკური პრობლემის მოგვარება არ არის შესაძლებელი და,ჩემი აზრით,ასეთი რამე არც უნდა მოხდეს.ჩვენ უნდა შევცვალოთ მათი აზროვნება,მათი მსოფლმხედველობა,მათი განათლების დონე.ჩვენ მათ თევზი არ უნდა მივცეთ,არამედ უნდა ვისწავლოთ თევზაობა. მაშასადამე,სტერეოტიპებისა და პროპაგანდის მიუხედავად,ჩვენი მიზანია ევროპული ღირებულებების მითვისება და გავრცელება,რათა ადვილად მოვაგვაროთ არსებული პრობლემები და გვქონდეს ნათელი მომავლის იმედი.

ნოდარ ხარშილაძე: ეროვნული უსაფრთხოება

სამოქალაქო საზოგადოების სკოლის ონლაინ კვირეულის ფარგლებში გაიამრთა შეხვერდა საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის GSAC დამფუძნებელ და საქართველოს შენაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილესთან ნოდარ ხარშილაძესთან. შეხვედრაზე ლექტორმა ისაუბრა ეროვნულ უსაფრთოების კონცეფციაზე, ღირებულებებზე, ინტერესებზე,არსებულ საფრთხეებზე და გამოწვევბზე. ლექციას გაიმართა სამოქალაქო საზოგადოების სკოლის ოფისსში და პარალელურად ZOOM-ის გამოყენებით, ZOOM-შო ესწრებოდნენ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და საქართველოს სტუდენტური პარლამენტის წევრები. ვიდეო მასალა შეგიძლიათ იხილოთ: https://youtu.be/YSQTaAR8_M0

ნოდარ ხარშილაძე: ეროვნული უსაფრთხოება

SCS-ს ონლაინ კვირეულის ფარგლებში წარმოგიდგენთ მეოთხე ონლაინ შეხვედრას! ნოდარ ხარშილაძე: ეროვნული უსაფრთხოება 19 ნოემბერი, 17:00 საათზე მოწვეული სტუმარი არის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე და საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის GSAC დამფუძნებელი, ასევე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მოწვეული ლექტორი. ნოდარ ხარშილაძე ისაუბრებს ეროვნულ უსაფრთხოებაზე. ონლაინ შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო
ფორმა: https://docs.google.com/.../1FAIpQLSfBBNR0Kn0.../viewform... სამოქალაქო საზოგადოების სკოლის მიზანია ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა და ცოდნის გაღრმავება, ასევე ონლაინ შეხვედრებით გავზარდოთ ინფორმირებულობის დონეს სხვადასხვა საკითხების მიმართ. შეხვედრა გაიმართება Zoom-ის გამოყენებით. დარეგისტრირებულ პირებს ონლაინ შეხვედრის ბმული ღონისძიების დაწყებამდე 1 საათით ადრე გაეგზავნებათ მითითებულ Email-ზე. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით. ტელ: 579 126 046, 599 890 883
Email: scsge2@gmail.com

კონფლიქტების ანატომია კავკასიაში

12 ნოემბერს, 17:00 საათზე სამოქალაქო საზოგადოების სკოლაში გაიმართა შევედრა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდისა, რონდელის ფონდის მკვლევარ და ექსპერტთან ალექსანდრე კვახაძესთან. შეხვედრის თემა გახლდათ ,,კონფლიქტების ანატომია კავკასიაში". ალექსანდრე კვახაძემ შეხვედრაზე ისაუბრა კავკასიაში არსებული და პოტენციური კონფლიტების ტიპებზე, იმ გაქტორებზე, რომელიც ხელს უწყობენ კონფლიქტების გაღვივებას და შედეგებზე. შეხვედრა გაიმართა სამოქალაქო საზოგადოების სკოლის ოფისში საკოორდინაციო საბჭოს მიერ დადგენილი წესების დაცვის, და zoom-ის გამოყენებით. შეხვედრაზე 60-ზე მეტი სტუდენტი მიიღეს მონაწილეობა.

კონფლიქტების ანატომია კავკასიაში

SCS-ს ონლაინ კვირეულის ფარგლებში წარმოგიდგენთ მესამე ონლაინ შეხვედრას! ➡ კონფლიქტების ანატომია კავკასიაში 🗓 12 ნოემბერს, 17:00 საათზე საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდის) მკვლევარი და ექსპერტი კავკასიის საკითხებში- ალექსანდრე კვახაძე ისაუბრებს შემდეგ თემაზე: კონფლიქტების ანატომია კავკასიაში ✅ ონლაინ შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdv6psXbwAZvjv8vdDnFUiQsCw9V4BJHBKMCNixurs7ZqKi-Q/viewform?vc=0&c=0&w=1&flr=0&gxids=7757 სამოქალაქო საზოგადოების სკოლის მიზანია ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა და ცოდნის გაღრმავება, ასევე ონლაინ შეხვედრებით გავზარდოთ ინფორმირებულობის დონეს სხვადასხვა საკითხების მიმართ. შეხვედრა გაიმართება Zoom-ის გამოყენებით. დარეგისტრირებულ პირებს ონლაინ შეხვედრის ბმული ღონისძიების დაწყებამდე 2 დღით ადრე გაეგზავნებათ სარეგისტრაციო ბმულზე მითითებულ Email-ზე. 📞 დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით. ტელ: 579 126 046, 599 890 883 Email: scsge2@gmail.com

საქართველო ყარაბაღის ომის ფონზე!

28 ოქტომბერს სამოქალაქო საზოგადოების სკოლაში გაიმართა შეხვედრა თემაზე ,,საქართველო ყარაბაღის ომის ფონზე!” მოწვეული იყო სპიკერი პოლიტოლოგი, რეგიონული პროგრამების ხელმძღვანელი GSAC გელა ვასაძე. შეხვედრა გაიამართა სამოქალაქო საზოგადოების სკოლის ოფისში და ZOOM-ის პლატფორმაში. სპიკერმა ძირითადად ისაუბრა საქართველო ყარაბაღის ომის ფონზე, იმ სერიოზულ საფრთხბზე. რა გამოწვევბის წინაშე დადგა აზერბაიჯანი და სომხეთი, არამედ მთლიანი რეგიონი. ასევე შეხვედრის მონაწილეებთან ერთად გაიამრთა საინტერესო დისკუსია. https://www.youtube.com/watch?v=YKKdOXABm9I&fbclid=IwAR14OM-vDySnJvK4ReSFvTHj5EBRDmMDi6gEiBIfOw3MZ0s_swKTKT-vR0a

საუკეთესო ნამუშევრებისთვის ესების კონკური

სამოქალაქო საზოგადოების სკოლა/School Of Civil Society იწყებს პროექტს სამოქალაქო ჟურნალისტიკის განვითარებას ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში ახალგაზრდებს შორის აცხადებს საუკეთესო ნამუშევრებისთვის ესების კონკურს. კონკურსი კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს 17-დან 25-წლამდე მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში. კონკურსის მონაწილეებმა უნდა მოამზადონ ესე შემდეგ თემებზე: • ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში საქართველოში (არჩევნები) • ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანოებში. • მესამე სექტორი ადგილობრივ თემებში. • ადგილობრივი ქალების როლი რაიონის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. • ეთნიკური უმცირესობების სტუდენტური ცხოვრება. • ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციის დინამიკა დამკვიდრებული სტერეოტიპებისა და პროპაგანდის ფონზე. • ახალგაზრდობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ადგილობრივ თემებში. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 5 ნოემბრამდე უნდა დარეგისტრირდეთ ბმულზე https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSelh5pyXoJ_TGhMWeqESmmODLrImQcnqXhPIfZr2qHufNCZmA/viewform?vc=0&c=0&w=1&flr=0&gxids=7757 რეგისტრაციის შემდეგ დამატებითი დეტალური ინფორმაცია ელექტრონული ფოსტით გადაეგზავნება რეგისტრირებულ მონაწილეებს. ესეების წარდგენის ბოლო ვადაა 20 ნოემბერი. სპეციალურად შექმნილი კომისიამ; კომპეტენტური ჟურნალისტები, სამოქალაქო საზოგადოების სკოლის წევრები და ტოლერანტობის სამყაროს მონაწილეობით 27 ნოემბრამდე განიხილავს ესეებს და გამოავლენს გამარჯვებულებს. კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელია ქართული ენის ცოდნა. კონკურსში გამარჯვებულებს საშუალება ექნებათ მოიპოვონ მიკრო-გრანტი 500 ლარის ოდენობით იმისთვის რომ, განახორციელონ თავიანთი იდეები სამოქალაქო საზოგადოების სფეროში. საბოლოოდ, 4 პროექტი მიიღებს დაფინანსებას (2 გრანტი თითოეული რეგიონისთვის). კონკურსის დამთვრების შემდეგ გამარჯვებულ მონაწილეებს გადაეგზავნებათ დამატებითი ინფორმაცია და მათი ნამუშევრები გამოქვეყნდება სამოქალაქო საზოგადოების სკოლის ვებ – გვერდზე. https://www.facebook.com/SCSGE/ https://www.scsge.org/ scsge2@gmail.com tel:579126046

საქართველო ყარაბაღის ომის ფონზე!

28 ოქტომბერს, 17:00 საათზე (თბილისი), ყოველკვირეული შეხვედრების ფარგლებში "სამოქალაქო საზოგადოების სკოლაში": გაიმართება შეხვედრა თემაზე: "საქართველო ყარაბაღის ომის ფონზე! მოწვეული სტუმარია პოლიტოლოგი, რეგიონული პროგრამების ხელმძღვანელი GSAC გელა ვასაძე https://gsac.ge/ შეხვედრა გაიმართება Zoom– სა და სკოლის ოფისში, (პანდემიის გამო ოფისში ადგილები შეზღუდულია) სამოქალაქო საზოგადოების სკოლა / School Of Civil Society

სამოქმედო გეგმაზე მუშაობა

🔹სამოქმედო გეგმაზე მუშაობა💪 🔹Работа над планом организационных действий💪

სამხრეთ კავკასია | მრავალეროვანი საქართველო

Ge/Ru სამხრეთ კავკასია | მრავალეროვანი საქართველო. "სამოქალაქო საზოგადოების სკოლა" და სპეციალური პროექტი "Пограничная ZONA": ჩავატარეთ კონფერენია 26.09.2020 აქტიური ახალგაზრდობა: ახალგაზრდა თაობის როლი ქვეყნის ცხოვრებაში დიალოგი: მრავალეროვნული საქართველოს უნიკალურობა და პოტენციალი სამხრეთ კავკასიისთვის მოდერატორი: ეგორ კუროპტევი, " Пограничная ZONA" კონფერენციის დროს, თემა განიხილეს რამინ ბაირამოვი, "სამოქალაქო საზოგადოების სკოლის" დირექტორი სტეპან გრიგორიანი, გლობალიზაციისა და რეგიონული თანამშრომლობის ანალიტიკური ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ნამიკ ალიევი, აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, პროფესორი, საქართველოს საპატრიარქოს გელათის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი ზინაიდა ბესტაევა, საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, "სამოქალაქო საზოგადოების სკოლა" მარგარიტა ავაკიანი, "სამოქალაქო საზოგადოების სკოლა". Пограничная ZONA ან c / School Of Civil Society Южный Кавказ | Многонациональная Грузия. "Школа гражданского общества" и спецпроект "Пограничная ZONA": провели конференцию 26.09.2020 Активная молодежь: роль молодого поколения в жизни страны Диалог: уникальность и потенциал многонациональной Грузии для Южного Кавказа Модератор: Егор Куроптев, "Пограничная ZONA" В рамках конференции тему обсуждали Рамин Байрамов, директор "Школы гражданского общества" Степан Григорян, председатель правления аналитического центра по глобализации и региональному сотрудничеству Намик Алиев, Чрезвычайный и Полномочный Посол Азербайджана, профессор, почетный член Гелатской Академии Наук Патриархата Грузии Зинаида Бестаева, экс-госминистр Грузии, "Школа гражданского общества" Маргарита Авакян, "Школа гражданского общества".

26 სექტემბერი, 17:00 საათზე სამხრეთ კავკასია | მრავალეროვანი საქართველო (Ru/Ge)

✅ Южный Кавказ | Многонациональная Грузия. ➡️"Школа гражданского общества" и спецпроект "Пограничная ZONA": 26 сентября, в 17:00 (Тбилиси). Общины Грузии: общие удачи и общие вызовы ➡️Активная молодежь: роль молодого поколения в жизни страны Диалог: уникальность и потенциал многонациональной Грузии для Южного Кавказа ✅ Модератор: Егор Куроптев, "Пограничная ZONA" В рамках конференции тему будут обсуждать ➡️Рамин Байрамов, директор "Школы гражданского общества" ➡️Степан Григорян, председатель правления аналитического центра по глобализации и региональному сотрудничеству ➡️Намик Алиев, Чрезвычайный и Полномочный Посол Азербайджана, профессор, почетный член Гелатской Академии Наук Патриархата Грузии ➡️Зинаида Бестаева, экс-госминистр Грузии, "Школа гражданского общества" ➡️Маргарита Авакян, "Школа гражданского общества". Конференция пройдет в Zoom. Для участия, высылайте заявки с Вашей электронной почтой через сообщения на страницах Пограничная ZONA или სამოქალაქო საზოგადოების სკოლა / School Of Civil Society ✅ სამხრეთ კავკასია | მრავალეროვანი საქართველო. "სამოქალაქო საზოგადოების სკოლა" და სპეციალური პროექტი "Пограничная ZONA": 26 სექტემბერი, 17:00 საათზე (თბილისი). ენა: რუსული საქართველოს თემები: საერთო წარმატებები და საერთო გამოწვევები ➡️ აქტიური ახალგაზრდობა: ახალგაზრდა თაობის როლი ქვეყნის ცხოვრებაში ➡️ დიალოგი: მრავალეროვნული საქართველოს უნიკალურობა და პოტენციალი სამხრეთ კავკასიისთვის ✅ მოდერატორი: ეგორ კუროპტევი, " Пограничная ZONA" კონფერენციის დროს, თემა განიხილება ➡️ რამინ ბაირამოვი, "სამოქალაქო საზოგადოების სკოლის" დირექტორი ➡️ სტეპან გრიგორიანი, გლობალიზაციისა და რეგიონული თანამშრომლობის ანალიტიკური ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ➡️ ნამიკ ალიევი, აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, პროფესორი, საქართველოს საპატრიარქოს გელათის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი ➡️ ზინაიდა ბესტაევა, საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, "სამოქალაქო საზოგადოების სკოლა" ➡️მარგარიტა ავაკიანი, "სამოქალაქო საზოგადოების სკოლა". კონფერენცია გაიმართება Zoom-ით. მონაწილეობის მისაღებად, ელ.ფოსტით გაგზავნეთ აპლიკაციები Пограничная ZONA ან c / School Of Civil Society

©2019 by School of Civil Society.